saqarTvelos mdinareebi - maWara
ტერიტორიული ერთეულები | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიგრძე | 21.2 კმ |
აუზის ფართობი | 110 კმ² |
მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 435 მ. სიგრძე 21,2 კმ. აუზის ფართობი 110 კმ2. დიდ მაჭარას სათავე აქვს სოფ. წებელდის მახლობლად, პატარა მაჭარასდასავლეთით, ზღვის დონიდან 950 მ. ერთდებიან სოფ. მერხეულთან. ერთვის შავ ზღვას სოფ. მაჭარასთან. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა (კარსტული) წყლით. ხშირად იცის წყალმოვარდნა. წყალუხვია ცივ პერიოდშ, წყალმცირეა ივლის-სექტემბერში. საშუალო წლიური ხარჯი 4,4 მ3/წმ.